Belive

ლივერპულს 24 საათში სხვადასხვა კონტინენტზე 2 მატჩი ელის 

4 წლის წინ სხვა
1 წთ
"ლივერპულს" ურთულესი კალენდარი აქვს. იურგენ კლოპის გუნდს ერთბაშად რამდენიმე ტურნირზე უწევს გამოსვლა. ჩემპიონთა ლიგის, პრემიერლიგის, ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასების გარდა, მერსესაიდელებმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც უნდა ითამაშონ. აქედან გამომდინარე, კალენდარი ისე დალაგდა, რომ "ლივერპულს" არასრული 1 დღის განსხვავებით ორი მატჩი ელის, თანაც სხვადასხვა კონტინენტებზე. 17 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასის 1/4-ფინალში, "ლივერპულს" "ასტონ ვილასთან" დაპირისპირება ელის, მეორე დღეს კი ყატარში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალი. არ არის გამორიცხული, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ასეთი უჩვეულო შემთხვევის გამო გადაწყვეტილება შეცვალოს და მატჩი 8 იანვრისთვის გადაიდოს.

სხვა სტატიები