Belive

ლობჯანიძემ წელი ტიტულით დაიწყო - ნაკრების თავდამსხმელმა ახალ გუნდთან ერთად სუპერთასი მოიგო 

3 წლის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ 2021 წელი ტიტულის მოგებით დაიწყო. 28 წლის ფორვარდმა "ტობოლთან" ერთად, ყაზახეთის სუპერთასის 2021 წლის გათამაშება მოიგო. ლობჯანიძე, რომელიც "ტობოლს" სულ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, ჯერ ნახევარფინალში, მოქმედ ჩემპიონ ალმაატის "კაირატთან" ერთად, პენალტების სერიაში, გადამწყვეტი 11-მეტრიანის შემსრულებელი გახდა, მერე კი ფინალში, "ასტანას" წინააღმდეგ, ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტებში კოსტანაის კლუბის წარმომადგენლები კვლავაც ზუსტები აღმოჩნდნენ და (5:4) იმარჯვეს.

 
View this post on Instagram
 

A post shared by «TOBOL» FÝTBOL KLÝBY (@fctobol)

ლობჯანიძე ყაზახეთში უკვე მესამე სეზონს იწყებს და ეს მისთვის პირველი ტიტულია. აქამდე ის "თარაზსა" და ყიზილორდის "კაისარში" გამოდიოდა. "ტობოლი" ყაზახეთის ჩემპიონატს 14 მარტს, "აკჟიაკთან" გასამართი მატჩით დაიწყებს.

სხვა სტატიები