Belive

ლოგან პოლმა MMA-სგან სენსაციური შეთავაზება მიიღო

2 წლის წინ სხვა
1 წთ
იუთუბერი ლოგან პოლისა და ფლოიდ მეივეზერის დაპირისპირების შემდეგ, პოლის შემოსავალმა და პოპულარობამ პიკს მიაღწია. სახელოვან მოკრივესთან დაპირისპირების შემდეგ, ლოგან პოლმა MMA-სგან სენსაციური შეთავაზება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) წარმომადგენლები, იუთუბერს ოქტაგონზე პროფესიონალური დებიუტის შესაძლებლობას სთავაზობენ. ბელატორის პრომოუტერი - სკოტ კოკერი, ლოგან პოლის 8-რაუნდიანი ბრძოლით აღფრთოვანებულია და იუთუბერის "გალიაში" ხილვის სურვილი აქვს.
"დარწმუნებით შემიძლია გიპასუხოთ, რომ მასთან კონტრაქტს სიამოვნებით გავაფორმებ." "ფლოიდ მეივეზერთან გამართული დრამატული ბრძოლის დროს, პოლმა ათლეტური შესაძლებლობები ნათლად წარმოაჩინა - ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ადრეულ წლებში ჭიდაობის დიდი გამოცდილების დაგროვება შეძლო. თუ პოლს MMA-ში დებიუტის სურვილი გაუჩნდება, კონტრაქტს სიამოვნებით შევთავაზებთ", - აღნიშნა სკოტ კოკერმა.

სხვა სტატიები