Belive

ლონდონის მარათონი შემოდგომისთვის გადაიდო

4 წლის წინ სხვა
1 წთ
კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი ლონდონში გასამართი აპრილის მარათონია, რომელიც ორგანიზატორებმა ოქტომბრის თვისთვის გადადეს. COVID19-ს გავრცელების გამო, ღონისძიება, რომელსაც სტარტი ინგლისის დედაქალაქში, 26 აპრილს უნდა აეღო, 4 ოქტომბერს დაიწყება. 1981 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლონდონის მარათონის ტრადიციული თარიღი შეიცვალა. ასევე გადაიდო მანჩესტერში და ბრაიტონში გასამართი მარათონები, რომელიც შესაბამისად 5 და 19 აპრილს უნდა დაწყებულიყო. ორივე ღონისძიება სექტემბერში ჩაინიშნა. 2019 წელს, მარათონში მონაწილეობა 43 000-ზე მეტმა მობენალმა მიიღო და შემოწირულობის სახით 66 400 ევრო შეგროვდა.