Belive

ლუის ჰემილტონის ღირსეული საქციელი

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ფორმულა 1-ის გამორჩეული მრბოლელი ლუის ჰემილტონი ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრის ჩასაქრობად დაარსებულ ფონდში სოლიდურ თანხას გადარიცხავს. სოციალურ ქსელში  დიდი მწუხარება გამოთქვა ავსტრალიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჰემილტონის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მას ძალიან უყვარს ცხოველები და აღნიშნული პროცესის შეჩერებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით, მრბოლელი 500 000 ამერიკული დოლარს გადარიცხავს საქველმოქმედო ფონდში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უამრავი ადამიანია გაერთიანებული, 15 იანვარს საჩვენებელი საჩოგბურთო ტურნირიც დაანონსდა, რომელში მონაწილეობასაც ისეთი სპორტსმენები მიიღებენ, როგორებიც როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და სერენა უილიამსი არიან.

სხვა სტატიები