Belive

ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის გრანდ სლემს 1/4 ფინალშია

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემმა დიუსელდორფში. დღეს, იასპარეზებენ -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -60 კილოგრამში საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობენ, ხოლო -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი გუგულაშვილი ასპარეზობდა, რომელიც მეორე რაუნდში დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი მესამე ეტაპზე აზერბაიჯანელ - დავუდ მამადსოის შეხვდა.  ქართველმა ფალავანმა მეტოქე დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. ლუხუმ ჩხვიმიანის შემდეგი მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ქართველი - ლუკა მხეიძეა.  

სხვა სტატიები