Belive

"მადლობა საქართველო და გამარჯობა ევროპა" - დათა ქაჯაია TCR-ს დაუბრუნდა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ძარიან ავტომობილებში TCR (Touring Car Racing) 2017 წლის საერთაშორისო სერიის, პირველი ეტაპის გამარჯვებული, დათა ქაჯაია 1 წლიანი პაუზის შემდეგ TCR-ში ბრუნდება. 2017 წელს, რუსთავის ავტოდრომზე, ქართველი გულშემატკივრების წინაშე ქართველმა მრბოლელმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. რუსთავის ავტოდრომზე მოპოვებული გამარჯვების დროს დათა ქაჯაია GE-Force-ის ღირსებას იცავდა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და იტალიური Romeo Ferraris პატრონობდნენ. აღსანიშნავია რომ დათა ქაჯაიამ ფურორი არც ისე სწრაფი Alfa Romeo Giulietta-თი მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, დათა ქაჯაია TCR-ში ამჯერად უკვე PCR Sport-ის პროფესიონალ გუნდთან ერთად ახალი ავტომობილით (SEAT CUPRA) კვლავ Mia Force-ის ღირსებას დაიცავს. 
"მოხარული ვარ რომ TCR-ში დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა. ევროპულ სერიებში კვლავ Mia Force-ის ღირსებას დავიცავ. გასული სეზონის განმავლობაში მხოლოდ ამ დაბრუნების შესახებ ვფიქრობდი. სამწუხაროდ საკმაოდ გვიანი განაცხადი გავაკეთეთ, რის გამოც წინა სასეზონო ტესტების გამართვა ვერ მოვასწარი. მიუხედავად ამისა, PCR Sport-ის პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა ამ დანაკლისის აღმოფხვრის შესაძლებლობას მომცემს. მოუთმენლად ველი კვლავ საჭესთან დაჯდომას. სხვა რა შეიძლება ვთქვა? მადლობა საქართველო და გამარჯობა ევროპა", - აღნიშნა დათა ქაჯაიამ.

სხვა სტატიები