Belive

მადრიდის "რეალი" შემოსავლებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
შემოსავლების მხრივ, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბების სიას მადრიდის "რეალი" ჩაუდგა - ცნობილია, რომ ესპანურმა გრანდმა 2017/18 წლების სეზონში, შემოსავლის სახით, €760,9 მილიონი მიიღო, მეორე პოზიციას კი კატალონიის €700 მილიონით "ბარსელონა" იკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Deloitte ავრცელებს. Deloitte-ის წარმომადგენლის, ჯეინ ჯონსის განცხადებით, მადრიდული გუნდის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ მოგებასთან პირდაპირ უკავშირდება. საინტერესო ფაქტია, რომ ესპანურმა გრანდებმა 1 წლის წინ გამოქვეყნებული რეიტინგის ლიდერი, "მანჩესტერ იუნაიტედი," მესამე ადგილზე გადაიყვანეს - "წითელი ეშმაკების" შემოსავალმა 590 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც დაახლოებით €675 მილიონს უტოლდება. რეიტინგი ასე გამოიყურება:  
საფეხბურთო კლუბი შემოსავალი 2017/2018 წლების სეზონში
მადრიდის რეალი €760,9 მილიონი
ბარსელონა €700 მილიონი
მანჩესტერ იუნაიტედი €675 მილიონი
ბაიერნი €637,3 მილიონი
მანჩესტერ სიტი €576,7 მილიონი
ლივერპული €520,6 მილიონი
არსენალი €445 მილიონი
ტოტენჰემი €433,6 მილიონი
 

სხვა სტატიები