Belive

მაიკ ტაისონი ციხეში ყოფნის ერთ-ერთ მომენტს იხსენებს

4 წლის წინ სხვა
3 წთ
ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა გაიხსენა ერთ-ერთი ის მძიმე მომენტი, რომელიც მას ციხეში ყოფნის პერიოდში ჰქონდა. 1992 წელს ტაისონი 3 წლით დააპატიმრეს. მას ბრალად ქალის გაუპატიურება ედებოდა. 3 წლის შემდეგ კი მაიკი გაათავისუფლეს. "ციხეში ყოფნის დროს, ერთ დღეს, რაღაც გავიგონე ჩემი მისამართით. არ დამიწყია გარკვევა რა ითქვა, უბრალოდ მივედი იმ ადამიანთან და ძლიერად დავარტყი. ამის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე იზოლირებულ კამერაში გადამიყვანეს, რაც ძალიან მაღიზიანებდა." - განაცხადა 53 წლის ყოფილმა სპორტსმენმა "რკინის კაცმა" ასევე გაიხსენა, რომ იმ დღეს იზოლირებულ საკანში მასთან ერთად მისი საკანის მეზობელიც ჩასვეს. "ჩვენ ვიყავით ჩაკეტილი ერთ პატარა სივრცეში. არავინ გვიშვებდა საკანში. იმ მომენტში საშინლად დათრგუნული და იმედგაცრუებული ვიყავი" ტაისონის დაპატიმრება 90-იან წლებში დიდი მოულოდნელობა იყო. მაიკი ციხეში არაერთმა ცნობილმა სახემ მოინახულა. მაგალითად ცნობილმა რეპერმა თუფაქ შაკურმა ("2pac").
"დაცვას თუფაქი არ მოსწონდა. როდესაც იგი დავინახეთ ჩემი საკანის მეზობელი საკმაოდ აღელდა  და ამოიხორა. მისი რეაქცია ნიშნავდა იმას, რომ იმ მომენტში ჩვენ უსაფრთხოდ ვიყავით." ""თუფაქს" უამრავი ადამიანი იცნობდა და აბსოლიტურად ყველა პატივს ცემდა. მისი შემოსვლა ჩემთვის უდიდესი ნათელი წერტილი იყო. ამ ფაქტმა მე ძალიან გამამხნევა." ტაისონს სხვადასხვა ინტერვიუში არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მას არ გაუუპატიურებია ის ქალი და სულ ტყუილად იჯდა ციხეში. " თავისთავად ვიცოდი, რომ დამნაშავე არ ვიყავი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლოს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი ჩემი დაპატიმრება." გათავისუფლების შემდეგ "რკინის კაცმა" ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მოსამართლე, ვინც მას განაჩენი გამოუტანა არის რასისტი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტაისონი სპორტს დაუბრუნდა და კვლავ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ერთ-ერთი გამოსარჩევი ბრძოლა ტაისონს ევანდერ ჰოლიფილდთან ჰქონდა. ბრძოლის ბოლოს ტაისონმა მეტოქეს ყურზე უკბინა. კბენამ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. საერთო ჯამში ტაისონისთვის 3 წლიანი პატიმრობის პერიოდი საშინელი იყო, მაგრამ როგორც თვითონ აცხადებს, ციხეში უამრავი რამ ისწავლა და პატიმრობამ დამატებითი მოტივაცია მისცა, რომ დაბრუნებულიყო და ისევ საუკეთესო ყოფილიყო.

სხვა სტატიები