Belive

მაიკ ტაისონი Vs. ევანდერ ჰოლიფილდი - 2020 წლის კრივის მთავარი დაპირისპირება?!

3 წლის წინ სხვა
6 წთ
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს საკმაოდ დიდი იმედები ჩაესახათ იმისა, რომ რინგზე მაიკ ტაისონის ხილვის შესაძლებლობა კიდევ ექნებათ, ეს ყველაფერი თავად მოკრივეს სოციალური ქსელიდან გამოიკვეთა. 53 წლის ტაისონი, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, აღნიშნულ ასაკში კვლავ შესაშნიშნავ ფორმაშია, აანონსებს, რომ რინგზე ბრუნდება.
 
View this post on Instagram
 

Anything is possible when you are smart about it. Train Smart. Recover Smarter. @smartcups #SmartCups #baddestmanontheplanet #stillthebaddestmanontheplanet @tysonranchofficial @coppergel #tysonranch SmartCups.com

A post shared by Mike Tyson (@miketyson) on

თავდაპირველი ცნობის თანახმად, რომელიც ამჟამადაც ძალაშია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე რინგზე საბრძოლველად მასზე 20 წლით უმცროს მორაგბეს - სონი ბილ უილიამსს იწვევს, რომელსაც რინგზე საკუთარი თავი 7-ჯერ ჰყავს გამოცდილი და ჯერჯერობით დაუმარცხებელია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მაიკის გამოწვევა სონი ბილ უილიამსის მიმართ კვლავ ძალაში რჩება და არაფერი შეცვლილა (პასუხგაუცემელია), გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს ტაისონი რინგზე მის სახელთან მკაფიოდ დაკავშირებულ მეტოქეს შეხვდება, ეს გახლავთ - ევანდერ ჰოლიფილდი. მაიკ ტაისონისა და ევანდერ ჰოლიფილდის შესაძლო დაპირისპირების თემატიკასთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში უმალვე გაჩნდა პოსტერები, მეტიც, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად მათი ბრძოლა უკვე დათარიღებულიცაა 2020 წლის 11 ივლისით, ლოკაციად საუდის არაბეთია შერჩეული. მაიკ ტაისონს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში რინგზე 58 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 50 შემთხვევაში გამარჯვებული თავად აღმოჩნდა (44 ნოკაუტი), 6-ჯერ დამარცხდა, 2-შემთხვევაში კი მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე არ მისულა (No contests).

რატომ ოცნებობენ ტაისონის გულშემატკივრები ჰოლიფილდის წინააღმდეგ ბრძოლაზე?


ტაისონის ქომაგებს ყველაზე კარგ სიზმარშიც კი არ ექნებოდათ იმის ილუზია, რომ 2020 წელს (თუნდაც ამის შესახებ თეორიულად გაჩენილ შანსებზე), ან 2020 წლის შემდეგ, რინგზე 53 წლის მაიკისა და ევანდერ ჰოლიფილდის ნახვის შესაძლებლობა მიეცემოდათ. ჰოლიფილდის მიმართ ტაისონისა და მისი გულშემატკივრების აგრესია 1996 წელს იღებს სათავეს, სწორედ მაშინ, როდესაც ტექნიკური ნოკაუტის ხარჯზე ევანდერმა ტაისონს კარიერის განმავლობაში მეორე მარცხი ჩაუწერა პასივში.
პირველი ბრძოლა - 1996 (ვიდეო)

ეგრეთ წოდებული "მატჩ-რევანში" 1997 წელს შედგა - ეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დაპირისპირებაა, ვინაიდან სწორედ ამ ბრძოლის მიმდინარეობისას მაიკმა მეტოქეს "ყური მოაჭამა", რის გამოც ის დისკვალიფიცირებულ იქნა და შესაბამისად კარიერაში მესამედ დამარცხდა.
 
ამ ისტორიული ბრძოლის შესახებ ჟურნალისტები საკმაოდ ვრცლად და დეტალურად იწერებოდნენ, იკვეთებოდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტაისონი ჰოლიფილდის დამარცხებას ვერ ახერხებდა, ამას არშეჩვეული ეს უკანასკნელი კი ბრაზისგან არასპორტულ გადაწყვეტილებამდე მივიდა. მას შემდეგ, რაც ინტერნეტ სივრცეში ტაისონის დაბრუნების შესახებ გავრცელდა ხმები, ევანდერ ჰოლიფილდმაც უმალ დადო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ისიც ვარჯიშს დაუბრუნდა და ზუსტად მაიკის მსგავსი სიტყვებით აღნიშნავს, რომ რინგზე დაბრუნებას გეგმავს.
 
View this post on Instagram
 

My 1st week back in the gym and I feel great. I'm looking forward to stepping up my training sessions and intensity as I prepare for my fight. I told you I had something for you🥊 @reneeyoungwwe @bookertfivex @themarkhenry @wwe @wweonfox @foxsports

A post shared by Evander Holyfield (@evanderholyfield) on

ევანდერ ჰოლიფილდი პოპულარობას დიდწილად ტაისონს უნდა უმადლოდეს, პროფესიონალური კარიერის განმავლობაში მას 57 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 44-ჯერ გაიმარჯვა (29 ნოკაუტი), 10-ჯერ დამარცხდა, 2-ჯერ მსაჯების გადაწყვეტილება საყაიმო გახლდათ, ერთ შემთხვევაში კი (კარიერის ბოლო წინა დაპირისპირება) გადაწყვეტილებამდე საქმე არ მივიდა (No contests).

ექსპერტების აზრი ტაისონისა და ჰოლიფილდის შესაძლო ბრძოლის შესახებ


გამომდინარე იქედან, რომ მაიკ ტაისონი ამჟამად 53 წლისაა, ხოლო ევანდერ ჰოლიფილდი 57-ის, კომპეტენტური პირები ფიქრობენ, რომ მათი, როგორც მოკრივეების ისტორია და კარიერა წარსულში რჩება და უნდა დარჩეს კიდეც. საკითხის ექსპერტების აზრით უპირველესი მიზეზი იმისა, რომ კრივის მოყვარულებისათვის სანატრელი ორთაბრძოლა არ უნდა გაიმართოს მათი ასაკიდან გამომდინარე შესაძლო სასიცოცხლო პრობლემები შეიძლება იყოს - გონივრულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ დარტყმის ძალა ორივე მათგანს შეძლებისდაგვარად შენარჩნულებული აქვს, ხოლო გამძლეობა ასაკთან ერთად ქვეითდება, რაც ბუნებრივი და საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, რომ ზემოთხსენებული შესაძლო ბრძოლის ჩატარების რეალური განხილვის დროს ეს მიზეზი საბედისწერო აღმოჩნდეს. რაც შეეხება ბრძოლის შესაძლო ჩატარების შემთხვევაში ექსპერტების მოსაზრებას გამარჯვებულის ვინაობის შესახებ - მათი უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ ტაისონი მესამე შანსს ხელიდან არ გაუშვებს, თანაც ერთი შეხედვით ამჟამინდელი ფიზიკური მზაობაც ჰოლიფილდზე უკეთესია.

იმის მიუხედავად, რომ "ჰოლიფილდის ყურთან" დაკავშირებული წყენა აწ უკვე ჩავლილია და საჯარო შერიგებაც შედგა, როგორც ჩანს სპორტსმენები ერთმანეთს კვლავ მეტოქეებად აღიქვამენ. ჰოლიფილდს უკანასკნელი ბრძოლიდან 9 წელია გასული, ხოლო ტაისონი რინგზე მაყურებლის წინაშე 15 წელია არ მდგარა. კრივის მოყვარულებს ისღა დარჩენიათ, რომ მოვლენათა განვითარებას დაელოდონ, ამ ყველაფერს კი მხოლოდ დრო გვაჩვენებს - რა თქმა უნდა, თუ კორონავირუსი მოგვცემს საშუალებას...

სხვა სტატიები