Belive

მაისის ბაშო - ახალი ბანძუკე ცნობილია

4 წლის წინ სხვა
2 წთ
როგორც მოსალოდნელი იყო იაპონიის სუმოს ასოციაციამ დღეს გამთენიისას სუმოს ახალი რეიტინგი ანუ ბანძუკე გამოაქვეყნა. მაკუუჩი დივიზიონში ამოვიდნენ ენჰო და ტოკუშორიუ, რომლებიც შესაბამისად დასავლეთის და აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირები იქნებიან.  მე-13 მაეგაშირა იქნება უმაღლეს დვიზიონში ახლადდაბრუნებული ჩიომარუ, ხოლო ჯურიოს დივიზიონის გამარჯვებული შიმანოუმი აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსს მოირგებს. როგორც მოსალოდნელი იყო სერიოზულად დაქვეითდა ტოჩინოშინის თანაგუნდელი ტოჩიოძანი რომელიც ამჯერად დასავლეთის მე-11 მაეგაშირაა. დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებამდე დაწინაურდა ექსოძეკი კოტოშოგიკუ, ხოლო რაც შეეხება აოიამას იგი სანიაკუს დაუბრუნდა და აღმოსავლეთის პირველი კომუსუბი იქნება, სანიაკუში ასევე შეინარჩუნა ადგილი მიტაკეუმიმ, რომელიც დასავლეთის პირველი კომუსუბის სტატუსით იასპარეზებს. სეკივაკეს სტატუსი დაიბრუნა მონღოლმა გოლიათმა იჩინოჯომ ის აღმოსავლეთის პირველი სეკივაკე იქნება, ხოლო დასავლეთის სეკივაკეს სტატუსს ოძეკობიდან ჩამოქვეითებული ჩვენი თანამემამულე ტოჩინოშინი მოირგებს. აღმოსავლეთის მეორე ოძეკი იქნება ტაკაკეიშო, ხოლო გოეიდომ და ტაკაიასუმ ადგილები გაცვალეს და ამჯერად სწორედ გოეიდო იქნება უფრო პრესტიჟული, აღმოსავლეთის პირველი ოძეკის წოდების მატარებელი. რაც შეეხება ჯურიოს მინიმალურად დაწინაურდა ჩვენი თანამემამულე გაგამარუ რომელიც ჯურიოს მე-7 ნომერი იქნება აღმოსავლეთიდან. ხოლო ჯურიოს პირველი ნომრები მაკუუჩიდან დაქვეითებული ტოიონოშიმა და იკიოი იქნებიან. ნაცუ ბაშო სტარტს 12 მაისს ტოკიოში აიღებს. Live.ge ტრადიციულად პირდაპირ რეპორტაჟებს დილის 11 საათიდან შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები