Belive

მაისის ბაშო სავარაუდოდ აღარ ჩატარდება

3 წლის წინ სხვა
1 წთ
მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის - კორონავირუსის გამო, არაერთი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიება გაუქმდა/გადაიდო. გაუქმების საფრთხის წინაშე იყო მარტის ბაშოც, რომელიც იაპონური სუმოს ასოციაციის საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად, ამ სპორტის ისტორიაში პირველად, უმაყურებლოდ ჩატარდა. კორონავირუსის აღმოფხვრის ჭრილში იაპონოიაში საკმაოდ დიდი წინსვლაა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას თვის ბოლომდე აპირებს, რაც ფაქტობრივად მაისის ანუ ნაცუ ბაშოს გაუქმების ტოლფასია. იაპონურ მედიაში იუწყებიან, რომ ასოციაციისთვის რთულია საგანგებო მდგომარეობის პირობებში სუპერტურნირის ღირსეული ორგანიზება. ნაცუ ბაშოს დაწყების ოფიციალური თარიღი 10 მაისი გახლდათ, თუმცა იაპონური სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით მაისისა და ივლისის ბაშოების თარიღი 2-კვირით გადავადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცუ ბაშო 24 მაისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საგანგებო მდგომარეობის თვის ბოლომდე გაგრძელების შემთხვევაში ტურნირი გაუქმების საფრთხის წინაშე დადგება. აღსანიშნავია, რომ მაისის ბაშოს განახლებული ბანძუკე უკვე გამოქვეყნდა, რაც ერთგვარი დასტურია იმისა, რომ ასოციაცია ტურნირის ჩასატარებლად ემზადებოდა. შეგახსენებთ, რომ 21-ე საუკუნეში ტურნირის გაუქმების კიდევ ერთი პრეცედენტი იყო - 2011 წლის მარტის ბაშოზე, მიზეზად კი ჩაწყობილი შეხვედრები დასახელდა.  

სხვა სტატიები