Belive

მაისის ბაშო - ტოჩინოშინი 6 საფეხურით დაწინაურდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიის სუმოს ასოციაციამ მარტის ბაშოს შედეგებზე დაყრდნობით მორიგი ბანძუკე ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოისტები მაისის ბაშოზე წარსდგებიან. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ლევან გორგაძის ანუ ტოჩინოშინის ამბავია, რომელმაც მარტში შესანიშნავად იასპარეზა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ დადებითი ბალანსი დააფიქსირა - 9:6. ამ ყველაფერმა კი რეიტინგში მისი საგრძნობი წინსვლა გამოიწვია -  იგი დასავლეთის მე-15 მაეგაშირადან დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებამდე აღზევდა. წინასწარი ინფორმაციით ნაცუ ბაშოზე იასპარეზებს იოკოძუნა ტერუნოფუჯი, რომელიც ჰარუ ბაშოს მეექვსე დღეს ტრავმის გამო ჩაეხსნა, ოძეკებად კი კვლავ მიტაკეუმი, ტაკაკეიშო და შოდაი იქნებიან წარმოდგენილნი. მოქმედი ჩემპიონი ვაკატაკაკაგე ისევე როგორც გასულ ბაშოზე, აღმოსავლეთის პირველი სეკივაკე იქნება, ხოლო დასავლეთის სეკივაკედ კვლავ აბი იქნება წარმოდგენილი. საგრძნობი უკუსვლა განიცადა მეისეიმ - მარტის ბაშოზე დაფიქსირებული 1:14 ბალანსი მას ერთბაშად 10 ადგილი დაკარგვად დაუჯდა და ამჯერად დასავლეთის მე-13 მაეგაშირა იქნება. პრესტიჟულ, პირველი მაეგაშირას წოდებას ექს-ოძეკი ტაკაიასუ და ექს-სეკივაკე იჩინოჯო გაინაწილებენ. რაც შეეხება ჯურიოს დივიზიონიდან დაწინაურებულებს - მიდორიფუჯი, ოჰო და აძუმარიუ ახალ ბაშოს ელიტაში დაიწყებენ. ნაცუ ბაშო 8-22 მაისს ტრადიციულად ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" დარბაზში გაიმართება  

სხვა სტატიები