Belive

მაისის და ივლისის ბაშო 2 კვირით გადაიდო

4 წლის წინ სხვა
1 წთ
პროფესიული სუმოს ასოციაციამ 2020 წლის სეზონის რიგით მესამე და მეოთხე სუპერტურნირის გადადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მაისის ბაშო დაგეგმილზე 2 კვირით გვიან გაიმართება. ტურნირი 24 მაისს დაიწყება და 7 ივნისამდე გაგრძელდება. პროფესიული სუმოს ასოციაციის ხელმძღვანელის, ჰაკაკუს განცხადებით, მაისის ბაშო დიდი ალბათობით მაყურებლის გარეშე ჩაივლის, თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება ბაშო არც კი გაიმართოს. "დღეს ჩვენი მომდევნო ორი ტურნირის გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა მეტს ვერაფერს გეტყვით - სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება," განაცხადა ჰაკუკომ. გასულ თვეში, ოსაკაში გამართულმა ჰარუ ბაშომ მაყურებლის გარეშე ჩაიარა: დოჰიოზე მხოლოდ მსაჯებისა და რიკიშების ხილვა იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ჰარუ ბაშოზე ყოფილი ოძეკი, ტოჩინოშინი მე-9 მაეგაშირას რანგით იღებდა მონაწილეობას და ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა (6-9).  

სხვა სტატიები