Belive

მაკგრეგორი ბრძოლისთვის განსაკუთრებულად ემზადება

4 წლის წინ სხვა
2 წთ

კონორ მაკგრეგორი UFC-ის ეგიდით მორიგ შეხვედრას, რომ გამართავს საყოველთაოდ ცნობილი მოვლენა გახდა, მისი მომდევნო მეტოქე დონალდ "კოვბოი" სერონი იქნება. მოგეხსენებათ, რომ კონორ მაკგრეგორი UFC-ის ლეგენდად მიიჩნევა. ირლანდიელი სერონის წინააღმდეგ ბრძოლას ისე უყურებს და ისეთი შემართებითაა, როგორც დიდებულ მებრძოლს შეეფერება, მან სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა სურათი, სადაც სააშკარაოს ხდის, რომ ბრძოლამდე გარკვეული პერიოდით ადრე 100%-ით სწორ კვებაზე გადავიდა.

 
View this post on Instagram
 

Homemade Chicken bone broth and vegetable soup, with fresh baguette bread and Ireland’s world famous Kerry Gold butter. Perfect if you are feeling a little under the weather. Even more perfect if you are feeling on top of the weather! #MacAnimalNutrition #HappySunday

A post shared by Conor McGregor Official (@thenotoriousmma) on

"სწრაფი კვების ობიექტების და მსგავსი ტიპის საკვებს არ მივირთმევ. მივირთმევ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს, 100%-ით ნატურალურს - ხორცს და ბოსტნეულს. ყოველთვის ვცდილობ, რომ ბრძოლამდე ზუსტად იმ კონდიციას მივაღწიო, რაც ჩემთვის იდეალური იქნება. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ბრძოლამდე გარკვეული პერიოდით ადრე ყავით და კრუასანით ინებივრონ", - განაცხადა კონორ მაკგრეგორმა.
McGregor
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორისა და დონალდ "კოვბოი" სერონის ბრძოლა 2020 წლის 18 იანვარს გაიმართება.

სხვა სტატიები