Belive

მაკგრეგორი: "მინდა იბრაჰიმოვიჩმა ჩემთან ერთად ივარჯიშოს"

5 წლის წინ სხვა
2 წთ
კონორ მაკგრეგორმა "ლოს ანჯელეს გალაქსის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მასთან ერთად სავარჯიშოდ დაპატიჟა. ირლანდიელმა მებრძოლმა იბრაჰიმოვიჩისადმი დიდი პატივისცემა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ზლატანს, ასევე პოლ პოგბას, მასთან მისვლა და ვარჯიში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. 2017 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, იბრაჰიმოვიჩმა დაადასტურა, რომ ფეხბურთიდან წასლის შემდეგ MMA-ში ძალების მოსინჯვას არ გამორიცხავს - შეგახსენებთ, რომ შვედი ფორვარდი ტაეკვანდონდოთი აქტიურად იყო დაკავებული და შავი ქამრის მფლობელიცაა. თავად იბრაჰიმოვიჩი მაკგრეგორისადმი სიმპათიებს არ მალავს: "ის საბრძოლო ხელოვნების იბრაჰიმოვიჩია, მე კი ფეხბურთის მაკგრეგორი," აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა. პასუხად მაკგრეგორმა განაცხადა, რომ იგი ზლატანის დიდ თავდაჯერებას და ძლიერ მენტალობას დიდ პატივს სცემს, "თუმცა მსოფლიოში მხოლოდ 1 მაკგრეგორია!" განაცხადა ირლანდიელმა მებრძოლმა. აღსანიშნავია რომ 2016 წლის აგვისტოში მაკრეგორის სავარჯიშო დარბაზში სტუმრად კრიშტიანუ რონალდუც იყო მისული - პორტუგალიელი მაკგრეგორს ნეიტ დიაზთან გასამართი ბრძოლის წინ ესტუმრა და წარმატებები უსურვა. "ალეტიკოსთან" შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, მაკგრეგორმა რონალდუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: "რონალდუ ფენომენალური სპორტსმენი და ადამიანია. ის ძალიან დისციპლინირებული ადამიანია, რომლის უსაზღვრო მონდომება ბევრი ადამიანისთვის შთამაგონებელი და მამოტივირებელიცაა. ნახეთ, რისი გაკეთება შეუძლია მას 34 წლის ასაკში - "ატლეტიკო" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვით ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ რონალდუმ 3 გოლის გატანა შეძლო, ეს საოცარია," აღნიშნა მაკგრეგორმა.    

სხვა სტატიები