მაკგრეგორი | პორიეს მეოთხე რაუნდში დავასრულებ
3 წლის წინ
სხვა
1 წთ
კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს დაპირისპირება 10 ივლისს, ლას ვეგასში გაიმართება. ტრილოგიის დასკვნითი ბრძოლა უდიდეს ინტერესს იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლას ვეგასში "T-Mobile" არენაზე 20.000 გულშემატკივარი დაიშვება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლაზე დასასწრები ბილეთების სრული რაოდენობა უკვე გაყიდულია.
ტრილოგიის გადამწყვეტი ბრძოლის გამართვამდე რამდენიმე თვით ადრე, კონორ მაკგრეგორმა აღნიშნა, რომ დასტინ პორიეს მეოთხე რაუნდში, ბრუტალური დარტყმით დაამარცხებს.It's signed! Dustin Poirier vs Conor McGregor 3 at #UFC264 in Las Vegas!! 🎟️ https://t.co/3cDncyuuHF pic.twitter.com/KU7usyz1u8 — UFC Europe (@UFCEurope) April 14, 2021
"შედეგი უკვე ცნობილია! ტრილოგიას ცხვირში მიყენებული ბრუტალური დარტყმით დავასრულებ. ბრძოლა მე-4 რაუნდში დასრულდება! პორიეს ცხვირს კორექტირება სჭირდება, მე კი შესანიშნავი რინოპლასტი ვარ", - აღნიშნა კონორ მაკგრეგორმა.
View this post on Instagram