Belive

მაკგრეგორი Vs. პორიე | ტრილოგიის გადამწყვეტი ბრძოლის თარიღი ცნობილია

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარულ ირლანდიელ მებრძოლსა და დასტინ პორიეს შორის გადამწყვეტი დაპირისპირება, 2021 წლის 10 ივლისს შედგება. აღნიშნულის შესახებ, კონორ მაკგრეგორმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ისაუბრა.

მაკგრეგორსა და პორიეს შორის პირველი ბრძოლა 2014 წელს შედგა. პირველ დაპირისპირებაში, მაკგრეგორმა პორიე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 2021 წლის იანვარში, პორიემ რევანში აიღო და UFC 257-ზე მაკგრეგორი დაამარცხა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრილოგიის გადამწყვეტი ბრძოლა UFC 264-ზე შედგება. ამ წუთისათვის ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ბრძოლა 10 ივლისს შედგება - დანა უაითის მტკიცებით, დაპირისპირება ლას ვეგასში "T-Mobile Arena"-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები