Belive

მაკგრეგორის მორიგი პროვოკაციული პოსტი ხაბიბის გამოსაწვევად

4 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ერთ ერთი გამორჩეული მებრძოლი კონორ მაკგრეგორი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ეპატაჟური ქცევით ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი ჩვეულ ამპლუაშია და ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევას აგრძელებს. კონორ მაკგრეგორმა Twitter-ზე ხაბიბთან ორთაბრძოლის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც საკმაოდ უხამსი ტექსტი დაურთო. მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორის პოსტი მისმა გულშემატკივრებმაც კი დაგმეს.

სხვა სტატიები