Belive

მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის ბრძოლას საფრთხე ემუქრება

5 წლის წინ სხვა
1 წთ
მსოფლიო მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად ბრძოლას, რომელსაც თითქმის ყველა სპორტის ქომაგი მოუთმენლად ელოდება, საფრთხე ემუქრება. კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირება 7 ოქტომბერს გამთენიისას უნდა ჩატარდეს, თუმცა არსებობს დიდი ეჭვები, რომ ნუმაგომედოვმა შესაძლოა აწონა ვერ გაიაროს, მსგავსი ფაქტი კი მისი კარიერის განმავლობაში არც თუ ისე იშვიათია. ამ ყველაფრის შესახებ კომენტარი გააკეთა კონორ მაკგრეგორმა, რომელიც აცხადებს, რომ ხაბიბმა შესაძლოა ეს ყველაფერი განზრახ გააკეთოს, რაც მისთვის გასაკვირი არაა. თუმცა, კონორმა ისიც აღნიშნა, რომ თუ ნურმაგომედოვი მის წინააღმდეგ ბრძოლას თავს აარიდებს იგი მზადაა სხვა მებრძოლთან საჩხუბრადაც.

სხვა სტატიები