Belive

მაკგრეგორმა 2020 წელს სამი ბრძოლა დააანონსა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლი ოქტაგონს 2020 წლის 18 იანვარს უბრუნდება. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას, 31 წლის კონორ მაკგრეგორმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 18 იანვარს ლას ვეგასში გამართავს ბრძოლას. ამ წუთისათვის უცნობია, თუ ვის დაუპირისპირდება ოქტაგონზე დაბრუნებული მაკგრეგორი. კონორ მაკგრეგორის მე-2 მეტოქე მასვიდალსა და ნეით დიაზს შორის გამარჯვებული იქნება. მასვიდალი და დიასი UFC 244-ის ეგიდით გასამართ ბრძოლაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. აღნიშნული 2 ბრძოლის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანშს გეგმავს, რომელიც UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდება. "2020 წლის 18 იანვარს სეზონს დავიწყებ, შემდეგ მასვიდალსა და ნეით დიაზს შორის გამარჯვებულს დავუპირისპირდები. მოგვიანებით მოსკოვში მსურს ბრძოლის გამართვა. ტონი ფერგიუსონსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის გამარჯვებულს დავუპირისპირდები. ამ ბრძოლის გამართვა მოსკოვში მსურს. რუსი ხალხი იმსახურებს ამ ბრძოლას, მთელი მსოფლიო იმსახურებს ამ ბრძოლას." "ეს იქნება რემატჩი, რომელსაც მომზადებული შევხვდები. არანაირი ტრავმები, არანაირი ალკოჰოლი - სრული ფოკუსირება ბრძოლაზე... სწორედ ისაა, რასაც ხალხი იმსახურებს - სწორედ ის, რასაც ფანები იმსახურებენ", - აღნიშნა კონორ მაკგრეგორმა.

სხვა სტატიები