Belive

მაკგრეგორმა ხაბიბის მამას ღირსეული პატივი მიაგო

3 წლის წინ სხვა
1 წთ
57 წლის ასაკში აბდულმანაპ ნურმაგომედოვი გარდაიცვალა. ხაბიბის მამა ჯანმრთელობის გაუარესების გამო 25 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია აბდულმანაპი კორონავირუსს ებრძოდა, მაგრამ კოვიდ ინფექციასთან ერთად მას გულის პრობლემებიც ჰქონდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, განმეორებითი ტესტირების შედეგმა აჩვენა, რომ ცნობილი სპორტსმენის მამა კორონავირუსისგან განიკურნა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი სავალალო აღმოჩნდა. ხაბიბის მამის გარდაცვალებას კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურა. ირლანდიელმა მებრძოლმა აბდულმანაპ ნურმაგომედოვს ღირსეული პატივი მიაგო და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. "მამის, მწვრთნელისა და სპორტის ერთგული გულშემატკივრის დანაკარგი. ვუსამძიმრებ ოჯახს. აბდულმანაპ ნურმაგომედოვ მშვიდად განისვენე", - აღნიშნულია კონორ მაკგრეგორის მიერ Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში.
111

სხვა სტატიები