მაკგრეგორმა ნურმაგომედოვს შეურაცხყოფა მიაყენა და ოქტაგონზე გამოიწვია

5.77K
ნახვა

მოსკოვში გამართული პრეს კონფერენციის დროს, კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოსკოვში ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ, მაკგრეგორს ოქტაგონზე ბრძოლა არ გაუმართავს – თუმცა 2020 წლის 18 იანვარს იგი UFC-ის უბრუნდება. ლას ვეგასში გასამართ ბრძოლაში, კონორის მეტოქე ამ წუთისათვის არაა ცნობილი.

პრეს კონფერენციის დროს, კონორმა ხაბიბთან რემატჩის შესახებ ისაუბრა – ირლანდიელ მებრძოლს სურს, რომ რემატჩი მოსკოვში შედგეს.

“მას მოსკოვში ბრძოლის გამართის ეშინია. არ ვიცი იგი ნამდვილად რუსეთის სახელით ასპარეზობს თუ არა. არასდროს მინახავს, რომ ხაბიბს რუსეთი წარმოეჩინოს. არასდროს მინახავს ხაბიბს რუსეთის დროშა აეწიოს, იგივე სიამაყით როგორც მე ვწევ ირლანდიის დროშას. ხაბიბი მოსკოვში გასამართ ბრძოლას გაურბის.”

“პუბლიკას ეს ბრძოლა სურს, ხალხს ეს ბრძოლა სურს, მამამისსაც სურს ამ ბრძოლის გამართვა. მხოლოდ ხაბიბს არ სურს ამ ბრძოლის გამართვა.”

“ადამიანი, რომელსაც რისკის ეშინია ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. მისი უკანასკნელი მეტოქე ის მებრძოლი იყო, რომელიც 90 წამში გავთიშე. ხაბიბს 3 რაუნდი დასჭირდა გამარჯვებისთვის. რემატჩის გამართვა ეჭვგარეშეა – ყველამ ვიცით, რომ რემატჩი შედგება.”

“მას შეუძლია გაიქცეს და იგი გარბის კიდეც – ასეთია დაღესტნელი კაცის ბუნება. ყველა დიდმა რუსმა იცის ეს დაღესტნელის შესახებ, ყველა ჩეჩენმა იცის ეს დაღესტნელის შესახებ – ისინი გარბიან და იმალებიან. სწორედ ასე იქცევა ხაბიბი, იგი გარბის და იმალება. მხოლოდ ერთს ვეტყვი: შეგიძლია გაიქცე მაგრამ ვერ დაიმალები. გაქცევა მის ბუნებაშია მაგრამ დამიჯერეთ მე მას მივაკითხავ. მოდით წამით დავივიწყოთ ხაბიბი – სრულიდ კონცენტრირებული და მოტივირებული კონორ მაკგრეგორის დაბრუნება 2020 წლის 18 იანვარს შედგება”, – აღნიშნა ირლანდიელმა მებრძოლმა.

(5774)

მაკგრეგორმა ნურმაგომედოვს შეურაცხყოფა მიაყენა და ოქტაგონზე გამოიწვია

სტატიის ავტორი
-