Belive

მაკრონი ლუკა მხეიძეზე: ,,საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა'

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სპორტსმენის წარმატებას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა:

,,ოლიმპიური თამაშები დიდებული ადამიანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. მის მიერ არჩეული ქვეყანა სიამაყეს გრძნობს,'' - წერია პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
ლუკა მხეიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელი კიმ ვონ ჯინი დაამარცხა. წელს ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორიც გახდა.

სხვა სტატიები