Belive

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი სატრანსფერო სამიზნეები

2 წლის წინ სხვა
2 წთ
რალფ რანგნიკთან ერთად "მანჩესტერ იუნატედში" ახალი ერა იწყება - ასეთია უცხოური მედიის წინასწარი შეფასება, თუმცა რამდენად მოვა სისრულეში ეს აზრი, ცალკე საკითხია. როგორც ცნობილია, გერმანელი სპეციალისტი და სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები სატრანსფერო პერიოდში გუნდის შეტევის ხაზის მნიშვნელოვან გაძლიერებაზე ფიქრობენ. მთავარი სამიზნეები, რომლებიც მანჩესტერული კლუბის რადარზე მოხვდნენ - ერლინგ ჰოლანდი და ტიმო ვერნერი არიან. რანგნიკი საკუთარ საქმიანობას გრძელვადიანი პერსპექტივით უყურებს, რისთვისაც კლუბის წინა ხაზის მნიშვნელოვან გაახალგაზრდავებას გეგმავს, რათა კრიშტიანუ რონალდუს საგოლე ოსტატობა კიდევ უფრო რეალიზებადი გახადოს. გავლენიანი გერმანული მედიაგამოცემის Bild-ის შეფასებით რანგნიკმა ისეთი ფეხბურთელები შეარჩია, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესონი არიან და რომელთა თამაშსაც კარგად იცნობს. საყურადღებოა, რომ ჰოლანდის შემთხვევაში რანგნიკს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ 2019 წელს ფეხბურთელი "ზალცბურგის" რიგებში ჩაირიცხა. ამის გამო ინგლისურ კლუბში იმედი აქვთ, რომ გერმანელი სპეციალისტის ჰოლანდის ავსტრიულ კლუბში გადასვლაში შეტანილი წვლილი, მათზე დადებითად აისახება. ბრიტანულ პრესაში უკვე საუბრობენ "დორტმუნდისთვის" ჰოლანდის სანაცვლოდ 118 მილიონი ევროს შეთავაზებაზე. რანგნიკის გზა ვერნერთანაც გადაიკვეთა, ვინაიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში "მანჩესტერის" მოქმედი მწვრთნელი გერმანელ ფორვარდს "ლაიფციგში" თამაშის დროს წვრთნიდა. ამრიგად, იმედი და პოტენციალი იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰოლანდი და ვერნერი შეუერთდებიან, მართლაც არსებობს, საბოლოო შედეგს კი სატრანსფერო პერიოდში ვიხილავთ.

სხვა სტატიები