მანჩესტერ იუნაიტედმა პოჩეტინოსთან მოლაპარაკებები დაიწყო 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, თურქულ “ბასაქშეჰირთან” – 1:2 მარცხის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის პოზიციები შესუსტდა.

ინგლისური პრესა ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნორვეგიელ სპეციალისტს დაკავებულ თანამდებობაზე სულ ცოტა დროის გატარება მოუწევს და მისთვის წამზომი უკვე ჩართულია. საინტერესოა, რომ უკვე გაჟღერდა იმ ადამიანების გვარები, რომლებიც სულშერის პოტენციურ შემცვლელებად მოიაზრებიან.

მოკლე სიაში ყველაზე ხშირად მაურიციო პოჩეტინოს სახელი და გვარი ფიგურირებს. არგენტინელი სპეციალისტის, რომელმაც მცირე ხნის უკან გააჟღერა, რომ საქმეში დასაბრუნებლად მზად გახლდათ.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა 48 წლის სპეციალისტს უკვე დაუკავშირდა და მასთან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო. შესაძლოა, “ტოტენჰემის” ყოფილი დამრიგებელი “მანჩესტერში” ძალიან მალე ჩავიდეს.

პოჩეტინოდეზებიდან” 2019 წლის 19 ნოემბერს დაითხოვეს და მას მერე უმუშევარია. ლონდონურ კლუბში გატარებულ ხუთსეზონნახევარში მან 293 მატჩი ჩაატარა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

(29)

მანჩესტერ იუნაიტედმა პოჩეტინოსთან მოლაპარაკებები დაიწყო 

სტატიის ავტორი
-