Belive

მარიამ ბოლქვაძემ ტურნირი წარმატებით დაიწყო

4 წლის წინ სხვა
1 წთ
მარიამ ბოლქვაძემ დუბაიში მიმდინარე ITF-ს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც რეიტინგის 155-ე ნომერია, ესპანელი გარსია-პერესი სამ სეტში 6:3; 3:6 ;1:6 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.  მარიამის შემდეგი მეტოქე ასევე ესპანელი, სორიბეს ტორმო იქნება, რომელიც მიმდინარე რეიტინგში 85-ე ადგილს იკავებს. დუბაის ITF ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000$-ს შეადგენს.

სხვა სტატიები