Belive

მარტის ბაშო | ლიდერთა სია და სუმოისტების გამომუშავებული თანხა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

13 მარტს 2022 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირი – ჰარუ ბაშომ აიღო სტარტი, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე, ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მონაწილეობს.


სად ტარდება ბაშო?


მარტის ბაშო | ლიდერთა სია 1

ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი


მარტის ბაშოს ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, რომელიც 8,000 ადამიანს იტევს.


ლიდერთა სია


2022 წლის რიგით მეორე სუპერტურნირი - ჰარუ ბაშო საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეიბს, 7 დღის მონაცემებით ტურნირის საჩემპიონო ცხრილს ექს-ოძეკი ტაკაიასუ დაუმარცხებლად ლიდერობს. 6-6 მოგებას კი სამი სუმოისტი აფიქსირებს - განვლილი ბაშოს ჩემპიონი - ოძეკი მიტაკეუმი, ვაკატაკაკაგე და კოტონოვაკა.


სუმოისტების მიერ გამომუშავებული თანხა | 7 დღის მონაცემები


მიტაკეუმი - 84 კენშო (33,600$) ტერუნოფუჯი - 74 კენშო (29,600) ტაკაკეიშო - 55 კენშო (22,000$) ენდო - 44 კენშო (17,600$) დაიეიშო - 40 კენშო (16,000$)


ტოჩინოშინი



ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ მეორე ბაშოა, მისთვის “ანტირეკორდულ” საფეხურზეა გამწესებული. ქართველი ექს-ოძეკი ამ დროისათვის, 4 მოგებასა და 3 მარცხს აფიქსირებს. სამწუხაროდ, გამომუშვებული კენშოების რაოდენობით 7 დღის შემდეგ ათეულს მიღმაა.


სხვა სტატიები