Belive

მარტის ბაშო | სუმოისტების გამომუშავებული თანხა და მოულოდნელი ჩემპიონი

2 წლის წინ სხვა
2 წთ
13 მარტს 2022 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირი – ჰარუ ბაშომ აიღო სტარტი, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იყო. ტურნირზე, ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მონაწილეობდა, თუმცა რამდენიმე მათგანმა ბოლო დღემდე ასპარეზობა ვერ შეძლო.

სად ჩატარდა ბაშო?


მარტის ბაშო | ლიდერთა სია 1

ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი


მარტის ბაშოს ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი მასპინძლობდა, რომელიც 8,000 ადამიანს იტევს.

მოულოდნელი ჩემპიონი



2022 წლის რიგით მეორე სუპერტურნირი - ჰარუ ბაშო საკმაოდ დაძაბული და მოულოდნელი მიმდინარეობით გამოირჩეოდა. ყველასთვის მოულოდნელად ტურნირს იოკოძუნა ტერუნოფუჯი მიმდინარეობის პროცესში ჩაეხსნა, ლიდერის სტატუსს კი 10 დღის განმავლობაში ექს-ოძეკი ტაკაიასუ ატარებდა, რომელიც დაუმარცხებლად ასპარეზობდა, თუმცა საბოლოოდ 12:3-ზე ბალანსით დაასრულა ასპარეზობა, რაც მასთან ერთად აღმოსავლეთის პირველმა სეკივაკემ, ვაკატაკაკაგემაც შეძლო. შესაბამისად, მაყურებელმა საჩემპიონო დაპირისპირება იხილა, სადაც ტაკაიასუს, სეკივაკე ვაკატაკაკაგემ გადამწყვეტ მომენტში აჯობა და კარიერაში პირველად, იმპერატორის თასს დაეუფლა.

სუმოისტების მიერ გამომუშავებული თანხა მარტის ბაშოზე 


მიტაკეუმი - 194 კენშო (77,600$) შოდაი - 138 კენშო (55,200) ტაკაკეიშო - 116 კენშო (46,400$) ტაკაიასუ - 102 კენშო (40,800$) კოტონოვაკა - 96 კენშო (38,400$)

ტოჩინოშინი



ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ მეორე ბაშო მისთვის “ანტირეკორდულ” საფეხურზე გამწესებულმა ჩაატარა. ქართველმა ექს-ოძეკიმ, დიდხნიანი პაუზის შემდეგ დადებითი ბალანსი დააფიქსირა - 9 მოგება 6 მარცხის წილ, რაც მომდევნო ბაშოზე რეიტინგში მისი აღმასვლის განმაპირობებელი იქნება.

სხვა სტატიები