Belive

"მას ძმად მივიჩნევ, თავს წაგაცლი" - თოფურია რუს მებრძოლს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
ალჯამაინ სტერლინგისა და პიოტრ იანის დაპირისპირების წინ, დაძაბულობა პიკს აღწევს. 10 აპრილს, დილის 07:30 საათზე, ალჯამაინ სტერლინგი სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია და რუს მებრძოლთან დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. უმნიშვნელოვანესი ბრძოლის გამართვის წინ, მებრძოლები ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ერიდებიან. პიოტრ იანი კიდევ უფრო შორს წავიდა და ჯერ მერაბ დვალიშვილის მისამართით გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადება, შემდეგ კი ალჯამაინ სტერლინგის გუნდის სრულ შემადგენლობას დაემუქრა.

პიოტრ იანი – დვალიშვილის მსგავს ადამიანთან მოლაპარაკება როგორ შეიძლება? პრესკონფერენციის დროს, პიოტრ იანი ალჯამაინ სტერლინგის გუნდის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ თუ სტერლინგის გუნდელებს სადმე შეხვდება, ყველას დახოცავს. იანის განცხადებაში მერაბ დვალიშვილიც მოიაზრება, რომელიც არა მხოლოდ გუნდის წევრი, არამედ სტერლინგის მთავარი სპარინგ პარტნიორია. პიოტრ იანის თავხედურ განცხადებას, მერაბ დვალიშვილმა მოკრძალებული პასუხი გასცა. დვალიშვილმა იანს ურჩია კონცენტრირება ბრძოლაზე მოახდინოს, რადგან სტერლინგი მას დაგლეჯს. გაცილებით მწვავე განცხადება ილია თოფურიამ გააკეთა, რომელმაც იანს თავის შეკავებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მას თავს წააცლის.

"ალჯამაინ სტერლინგის გუნდში არის ადამიანი, რომელსაც ჩემს ძმად მივიჩნევ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. იმედი მაქვს, თავს გააკონტროლებ. არ გვინდა, რომ თავი წაგაცალოთ. მადლობა", - აღნიშნა ილია თოფურიამ.
Untitled

სხვა სტატიები