Belive

მატუიდი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ბლეზ მატუიდი ევროპულ კარიერას ასრულებს. 33 წლის ნახევარმცველი უახლოეს მომავალში "ინტერ მაიამის" შეუერთდება. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი განცხადებით, გუნდდბს შორის შეთანხმება შედგა და მატუიდის სამედიცინო შემოწმებაც დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ "ინტერ მაიამი" დევიდ ბექჰემის მფლობელობაშია. ლეგენდარულმა ინგლისელიმა ფეხბურთელმა MLS-ში გუნდი ახლახანს ჩამოაყალიბა. ბლეზ მატუიდი "იუვენტუსში" 2017 წელს გადავიდა. 33 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა "ბებერი ქალბატონების" მაისური 133 თამაშში მოირგო და 8 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები