Belive

მაურისიო სარი: "ლივერპულთან შესანიშნავი მატჩი გამოვიდა"

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ "ლივერპულთან" ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1) დამთავრებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. "შესანიშნავი მატჩი გამოვიდა და ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. მხოლოდ ბოლო წუთებმა გამიცრუა იმედები, თუმცა ფრე სამართლიანი შედეგია. ლივერპული ერთი ნაბიჯით გვისწრებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ადგილზე გადასვლა შეგვიძლია", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა. მაურისიო სარიმ ასევე შესანიშნავ ფორმაში მყოფ ედენ აზართან დაკავშირებით ისაუბრა: "აზარი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და მართლა მჯერა, რომ ამ სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლია", - განაცხადა მან. მატჩი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმაც შეფასა: "სტარიჯმა გოლის გატანა დაიმსახურა და მისი წარმატება მახარებს. თამაშში მხოლოდ 1 შეცდომა დავუშვით, რომელიც გოლის ფასად დაგვიჯდა. ჩვენ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების მოყვარული ვარ, "ჩელსისთან" ნათამაშები 1:1-ით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა იურგენ კლოპმა.  

სხვა სტატიები