მბაპე VS ჰოლანდი – სუპერკომპიუტერმა ოქროს ბურთის მფლობელები იწინასწარმეტყველა

კაილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი სავარაუდოდ, უახლოეს წლებში, ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს მემკვიდრეები გახდებიან.

წყვილი უკვე გამოირჩევა შესანიშნავ დონეზე თამაშით ჩემპიონთა ლიგაში და მათი ბოლოდროინდელი განცხადებები მეტოქეობას კიდევ უფრო ადასტურებს. პირველი ნაბიჯი ამ საქმეში ნორვეგიელმა ტალანტმა გადადგა, რომელმაც, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალში, “პსჟ-ს” მიერ, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონას” – 4:1 დამარცხების შემდეგ თქვა, რომ მბაპეს ჰეთ-თრიქმა მას სურვილი აღუძრა და სწორედ ეს გახლდათ მეორე დღეს, მის მიერ, იმავე ტურნირზე, “რამონ სანჩეს-პისხუანზე“, “სევილიას” კარში შესრულებული დუბლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი მცველმა და ამჟამად ბრიტანული მედიის ექსპერტმა, რიო ფერდინანდმა თქვა, რომ ეს ორი ამომავალი ვარსკვლავი შემდეგი წლების განმავლობაში, უმთავრესი ინდივიდუალური ჯილდოს უდიდეს ნაწილს დაისაკუთრებს. ეს ინსპირაციის წყარო გახდა YouTub-ის არხის LS Plays FM-ისთვის, რომელმაც Football Manager 2021-ის დახმარებით ფრანგი და ნორვეგიელი ფეხბურთელების მომავალი იწინასწარმეტყველა.

PSG's Mbappé sick, unlikely to play in Dortmund showdown

საერთო ექსპერიმენტის შედეგად, შემდეგი 500 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულების სავარაუდო მონაცემები გამოქვეყნდა, საიდანაც ჩვენ აქცენტს შემდეგ ათწლეულზე გავაკთებთ, სადაც მბაპეს უახლოესი 4 და მთლიანობაში 7 წლის განმავლობაში საუკეთესოობა უნდა ხვდეს წილად.

შემდეგი დეკადის ოქროს ბურთის გამარჯვებულთა და ნომინანტთა სავარაუდო შედეგები ასეთია:

2021: კილიან მბაპე, ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი

2022: კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი, კევინ დე ბრუინე

2023:  კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, მო სალაჰი

2024: კილიან მბაპე, პაულო დიბალა, ანსუი ფატი

2025: კაი ჰავერტსი, კილიან მბაპე, ლაუტარო მარტინესი

2026: კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, დეიან კულუსევსკი

2027: კილიან მბაპე, კაიო ხორხე, ტროი პაროტი

2028: ფაბიო სილვა, კაიო ხორხე, ტროი პაროტი

2029: კილიან მბაპე, ანსუ ფატი, ტროი პაროტი

2030: ფაბიო სილვა, ბრანდონ მაისკელი, ანსუ ფატი

2031: ბრანდონ მაისკელი, ფაბიო სილვა, კილიან მბაპე

Raiola says 'only a maximum of 10 clubs' can afford Erling Haaland - Barca  Blaugranes

გარდა უშუალოდ ოქროს ბურთის მფლობელთა ვინაობისა, სუპერკომპიუტერმა ჰოლანდისა და მბაპეს კარიერული მომავალიც იწინასწარმეტყველა: იმ 4-წლიან პერიოდში, რომელშიც მბაპე ოქროს ბურთის მოგებას მიჯრით მოახერხებს, ის 205 შეხვედრაში 123 გოლს გაიტანს. 2025 წელს, მის ჰეგემონიას კაი ჰავერტსი დაამხობს და შემდეგი ორი წლის განმავლობაში ფრანგი მეორე პოზიციას დაიკავებს. ამ პერიოდში საუკეთესო ფაბიო სილვა იქნება. მბაპე მეშვიდე და სარეკორდო ოქროს ბურთს 2029 წელს, 31 წლის ასაკში მოიგებს, ხოლო 2028-30 წლებში კვლავ პორტუგალიელი ფეხბურთელის დომინაცია იქნება.

რაც შეეხება ჰოლანდს, ის 2023 წელს, მბაპეს თანაგუნდელი გახდება და ერთ სეზონში 32 გოლს გაიტანს და 12 საგოლე პასს გააკეთებს. შემდეგ, მისი მომავალი 2 წლით “ლივერპულს” დაუკავშირდება და იქ პრემიერ ლიგის მოგებას მოახერხებს, თუმცა მთავარ ინდივიდუალურ პრიზზე მეორე ადგილს დასჯერდება”.

ასეთია სუპერკომპიუტერის დასკვნა, თუმცა რა და როგორ მოხდება, ამას მხოლოდ წლების შემდეგ გავიგებთ, ფაქტია, მესი-რონალდუს თითქმის ორათწლეულიან დუელს, ღირსეული გამგრძელებელი ეყოლება.

(920)

მბაპე VS ჰოლანდი – სუპერკომპიუტერმა ოქროს ბურთის მფლობელები იწინასწარმეტყველა

სტატიის ავტორი
-