Belive

მეივეზერი | პოლთან გამართული "Fake" ბრძოლით 100 მილიონი მივიღე (ვიდეო)

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ფლოიდ მეივეზერი კამერებმა იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც სიამაყით აცხადებდა, რომ ლოგან პოლთან გამართული "Fake" ბრძოლით 100 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. კრივის ლეგენდა - ფლოიდ მეივეზერი, იუთუბერ ლოგან პოლს ივნისში დაუპირისპირდა. სახელოვანი მოკრივისა და პოლის დაპირისპირება, მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მეივეზერმა ლოგან პოლი ვერ დაამარცხა, მან სოლიდური თანხის გამომუშავება შეძლო. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მეივეზერმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დადგმული ბრძოლით 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავოს. შემიძლია ლეგალური სპარინგ დაპირისპირება გავმართო და 100 მილიონი მივიღო", - აღნიშნა ფლოიდ მეივეზერმა.

სხვა სტატიები