Belive

მეივეზერი Vs. ორტიზი - ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნოკაუტი კრივის ისტორიაში

1 წლის წინ სხვა
1 წთ

2011 წელს, ფლოიდ მეივეზერმა ვიქტორ ორტიზი ნოკაუტით დაამარცხა, მაგრამ, აღნიშნული ბრძოლის შესახებ სპეკულაციები დღემდე გრძელდება. კრივის მიმომხილველებისა და გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეივეზერმა მეტოქე ერთ-ერთი ყველაზე "უსამართლო" ნოკაუტით დაამარცხა. დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა, რომელსაც ფენომენალური (50:0) რეკორდი ეკუთვნის და რინგზე ისეთი სახელოვანი ოპონენტები ჰყავს განადგურებული, როგორიცაა: კანელო ალვარესი, რიკი ჰატონი და მენი პაკიაო, კრივის ლეგენდის სტატუსი დამსახურებულად მოიპოვა. ორტიზთან გამართულ ბრძოლაში, მეივეზერმა წესების სრული დაცვით გაიმარჯვა და მეტოქე უძლიერესი დარტყმების შედეგად დაანოკაუტა, მაგრამ, წესების პარალელურად არსებობს მორალური მხარე და სწორედ მის დარღვევაზე აპელირებენ - მეივეზერმა მეტოქეს დარტყმები მაშინ მიაყენა, როდესაც მას ხელები დაშვებული ჰქონდა და კონტაქტისგან თავის არიდებას ცდილობდა.

სხვა სტატიები