Belive

Meme-დან შტატის ჩემპიონობამდე - ბულინგის მსხვერპლი ბავშვის გასაოცარი ისტორია

2 წლის წინ სხვა
3 წთ

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა ინტერნეტ ვარსკვლავი გავხდეთ - ზუსტ დროს დაფიქსირებულ ერთ კადრს, ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია... მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი ცდილობს პოპულარობის მოპოვებას, ზოგიერთი კი სრულიად მოულოდნელად, მხოლოდ ერთი ფოტოს წყალობით იხვეჭს პოპულარობას. 9 წლის დენერსტ კოლინსს საერთოდ არ სურდა პოპულარობა, თუმცა მეგობრის წყალობით ნამდვილ ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა. კოლინსის ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და სახალისო Meme-ების შთაგონების წყარო გახდა. კოლინსი იხსენებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა. 9 წლის ბავშვს ხშირად თანაკლასელები დაცინოდნენ და ამ ყველაფერთან გამკლავება გაუჭირდა.

"თავდაპირველად, როდესაც ვიდეო გავრცელდა ძალიან შევწუხდი. მანამდე, არასდროს ვყოფილვარ პოპულარული. ვიდეო, რომელიღაც მეგობარმა გადაიღო და ინტერნეტში გავრცელდა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. ამ ყველაფრის გასაანალიზებლად რამდენიმე კვირა დამჭირდა - თავიდან ვტიროდი, თუმცა დროთა განმავლობაში შევეგუე", - აღნიშნავს დენერსტ კოლინსი.
რამდენიმე დღის წინ, ამერიკული ფეხბურთში, კოლინსის გუნდი შტატის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. "აღმოსავლეთ ორენჯის უმაღლესი სკოლის" ამერიკული ფეხბურთის გუნდმა, გამარჯვება მძიმე ბრძოლაში მოიპოვა, კოლინსი კი მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კოლინსმა ემოციური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ წლების წინ გადაღებული ვიდეოს გამო ბულინგის მსხვერპლი გახდა. კოლინსი იხსენებს, თუ რაოდენ რთული და დამამცირებელი იყო მისთვის კლასელების ხუმრობები. დროთა განმავლობაში კოლინსმა გააანალიზა, რომ მომხდარს ვეღარ შეცვლიდა და მასთან შეგუება ისწავლა.
"საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში, რამდენიმე ადამიანი დამცინოდა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ Meme და საშინელება ვარ. ჩემი კლასელები ამ ყველაფერზე ძალიან ხალისობდნენ - იძულებული გავხდი შევგუებოდი და მიმეღო ის რეალობა, რომელშიც ვიყავი. მოგვიანებით მივხვდი, რომ პირად შეურაცხყოფად არ უნდა მიმეღო. უბრალოდ ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრებით ტკბობა გამეგრძელებინა".