Belive

მერაბ დვალიშვილმა ოცნების მეტოქე საბრძოლველად გამოიწვია! (ექსკლუზიური ინტერვიუ)

5 წლის წინ სხვა
5 წთ
15 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ტერიონ ვეარი ქულათა უპირატესობით დაამარცხა და UFC-ის ეგიდით კარიერაში პირველი გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია რომ მერაბმა რუსეთში გამარჯვება რინგზე საქართველოს დროშის აფრიალებით აღნიშნა. Live.ge-მ დვალიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:   - მერაბ, პირველ რიგში, გილოცავთ გამარჯვებას. როგორი შეგრძნებაა მსგავსი მეტოქის დამარცხება? დიდი მადლობა მოლოცვისთვის.  რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა როცა შრომა გიფასდება და მიზანს აღწევ. მითუმეტეს ამდენი უსამართლობის და მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომის მიერ სპორტული დაჩაგვრის მერე სასიხარულოა და მეტ მოტივაციას მაძლევს რომ კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვო. მითუმეტეს ჩემთვის პრინციპული ბრძოლა იყო რადგან პირველად ტარდებოდა UFC-ის ბრძოლა რუსეთში და განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული.   - როგორი გრძნობაა მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება? საამაყოა ნამდვილად რადგან კიდევ დავუმტკიცეთ ჩვენს მტერს რომ ჩვენ მებრძოლი და ღირსეული ერი ვართ. ბედნიერი ვარ რომ ჩემი წილი საქართველოს სახელი მეც გამაქვს უკვე 6 წელია საზღვრებს გარეთ და ბავშვობის ოცნებას ვისრულებ ამით.   - ქართული დროშის აფრიალების შემდეგ, ხომ არ გიგრძვნიათ რაიმე აგრესია რუსი მაყურებლის მხრიდან? სხვათაშორის აგრესია არა, მათი მხარდაჭერა ვიგრძენი ტაშით და შეძახილებით. საერთოდ შეჩვეული ვარ დარბაზის მხარდაჭერას რადგან ალბათ ყოველთვის იხიბლებიან ჩემი გამოსვლით და ბრძოლის შემტევი სტილით. რუსებისგან ამას არ ველოდი მაგრამ როგორც ჩანს მათი მოხიბვლაც შევძელი, რასაც ჟურნალისტებიც და UFC-ის ოფიციალური წარმომადგენლებიც აღნიშნავდნენ პირად საუბრებში.   - გრძნობთ თუ არა მხარდაჭერას ქართველი გულშემატკივრის მხრიდან და რას ეტყოდით მათ? კი სხვათაშორის ალაგ-ალაგ იყვნენ განთავსებული ქართველები დარბაზში და გამოსვლისას და დარბაზის დატოვებისას მესმოდა მათი სიამაყით დაძახილი "გაგიმარჯოს", "მიდი მერაბ", "გენაცვალე" და ასე შემდეგ.   - არის თუ არა ცნობილი თქვენი შემდეგი მეტოქე და როდის გაიმართება მომდევნო ორთაბრძოლა? მე გამოვიწვიე ჩემი წონის ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი შონო მალი რომელიც დაუმარცხებელია. ის არის მარიხუანას მომხმარებელი და ის ამას არ მალავს. ამიტომ მე მას საჯაროდ ვუთხარი რომ გააგრძელოს მარიხუანას მოწევა და მე ვაგრძელებ მძიმე ვარჯიშებს და თუ დათანხმდება ჩემთან ჩხუბზე ვნახავთ ვინ არის ძლიერი და ჩემპიონი.   - ვინ არის თქვენი საოცნებო მეტოქე და ვის დაამარცხებდით ყველაზე დიდი სიამოვნებით? ეს შონო მალი არის ჩემი ოცნების მეტოქე რადგან ის ძლიერი და დაუმარცხებელია. მე მასთან ბრძოლით დიდ სახელს მოვუტან ჩემს სამშობლოს.   - გყავთ თუ არა ფავორიტი სპორტსმენი? (იგულისხმება ნებისმიერი სპორტის სახეობა) კი რათქმაუნდა MMA-ში კანადელი ჯორჯ სან პიერი მომწონს რადგან ის არის ყველაზე დისციპრინებული სპორტსმენი, რომელიც UFC-ში საჩემპიონო გამარჯვებებით ერთ-ერთი პირველია. მაგრამ ქართველებში მყავს ძალიან კარგი მისაბაძი სპორტსმენები. ჯარჯი ზვიადაური იგივე (ილიას ილიადისი) ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და კიდევ 20-მდე ქართველი მისაბაძი სპორტსმენი შემიძლია ჩამოვთვალო.   - როგორ წარმოგიდგენიათ ქართული მომავალი ამ სპორტში, თქვენი აზრით, აქვს თუ არა საქართველოს სამომავლო პერსპექტივა? ქართველებს უკვე გვყავს ძალიან კარგი სპორტსმენები ამ სახეობაში, სამწუხაროდ ყველას ცალ-ცალკე გვიწევს თავის გატანა და ბრძოლა გადარჩენისთვის თუ ჩვენი მიზნის მიღწევისთვის, რადგან ჩვენ არ გვაქვს ფედერაცია და არ ვფინანსდებით სახელმწიფოსგან. სამწუხაროდ ქართველი ბიზმესმენების ან დიდი კომპანიების მხრიდანაც არ ხდება ჩვენი ხელშეწყობა, წახალისება ან სპონსორობა, რაც სხვა ბევრ ქვეყნებში პრობლემას არ წარმოადგენს. ეს თუ იქნება ქართველ სპორტსმენებს მეტი მოტივაცია ექნებათ და შედეგებიც და ხარისხიც აიწევს.   - როგორი ურთიერთობა გაქვთ გიგა ჭიკაძესთან, თქვენი აზრით, მოახერხებს თუ არა იგი UFC-ში გადასვლას? გიგას პირადად შევხვდი როცა მას ჩემს შტატში ნიუ ორკში კიგბოქსინგის ბრძოლა ჰქონდა დავესწარი. შემდეგ მე მქონდა მის შტატ კალიფორნიაში ბრძოლა და ის დაესწრო. მას შემდეგ სოციალური ქსელით წარმატებებს ვუსურვებთ ერთმანეთს. მე ყველა ქართველ MMA-ს მებრძოლს ვუსურვებ UFC-ში მოხვედრას და რათქმაუნდა გიგასაც. დანარჩენი გიგაზეა დამოკიდებული და სპორტულ იღბალზე. შანსი ყველას აქვს.

სხვა სტატიები