Belive

მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მე-5 გამარჯვებით რეკორდული თანხა გამოიმუშავა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა - მერაბ დვალიშვილმა, ოქტაგონზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. დვალიშვილის მეტოქე ტოპ-15-ის წევრი, ჯონ დოდსონი იყო, რომელიც ქართველმა მებრძოლმა დამაჯერებლად დაამარცხა. ჯონ დოდსონის დამარცხებით, მერაბ დვალიშვილმა რეკორდული თანხა - 105.000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. დვალიშვილს 50.000 აშშ დოლარი გარანტირებული ჰქონდა, 50.000 აშშ დოლარი გამარჯვებით გამოიმუშავა, ხოლო 5.000 აშშ დოლარი მას სასპონსორო ბონუსის სახით ერგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძოლმა UFC-ის მთავარ ივენთზე პირველად იბრძოლა და ასეთი მაღალი დონის მეტოქეს პირველად დაუპირისპირდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია, ის გარემოებაც, რომ UFC-ის ისტორიაში ქართველ მებრძოლებს ასეთი მაღალი თანხა არ გამოუმუშავებიათ.

სხვა სტატიები