Belive

მერაბ ჟორდანია: "ბენიო მანდარინის და თხილის საკრეფად წავიყვანოთ"

3 წლის წინ სხვა
1 წთ

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, თბილისის "დინამოს" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ჟორდანიამ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ქართული ფეხბურთის აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრა. "დინამო თბილისის" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფარერულ "კლაკსვიკთან" გამანადგურებელი მარცხის (1:6) შესახებ საუბრისას მერაბ ჟორდანიამ განსაკუთრებით მწვავედ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ცენტრალური მცველი საიმონ ბენიო გააკრიტიკა.

არ მინდა რასისტული გამოსვლა დამაბრალონ, მაგრამ "დინამოს" ფერადკანიანი ცენტრალური დამცველი... მას თუ საქართველოში ცხოვრება უნდა, ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და წავიყვანოთ აჭარაში, იქ მანდარინის კრეფა იწყება, სამეგრელოში თხილს კრეფენ, აგერ აქ, თბილისში მშენებლობებია და იქ მივიყვანოთ, ვამუშავოთ და ვაცხოვროთ. რა უნდა მას "დინამოში?" მას მურთაზის (ხურცილავას) და საშას (ალექსანდრე ჩივაძე) მაისური აცვია... - თქვა ჟორდანიამ "ტაიმაუტის" ეთერში.

სხვა სტატიები