Belive

მესი რონალდუ მეივეზერი | მაკგრეგორი მილიარდერთა კლუბს უერთდება

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ვისკის მწარმოებელ კომპანიაში (Proper No. Twelve) გაყიდული გარკვეული წილის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი მილიარდერ სპორტსმენთა კლუბს მიუახლოვდა. UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, გასულ წელს სპორტული და ბიზნეს აქტივობების შედეგად $48 მილიონის გამომუშავება შეძლო. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კონორ მაკგრეგორმა უდიდესი გარიგება დადო, რომლის შედეგადაც $600 მილიონი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელი ლეგენდა ვისკის მწარმოებელ კომპანიაში (Proper No. Twelve) აქციათა საკონტროლო პაკეტს აღარ ფლობს, მაკგრეგორი გარკვეულ წილს მაინც ინარჩუნებს. შეთანხმების დეტალები უცნობია, თუმცა ირლანდიელის წარმომადგენელმა კერენ კესლერმა საინტერესო განცხადება გააკეთა:
"მნიშვნელოვანია, რომ მაკგრეგორი კვლავ რჩება ვისკის მწარმოებელი კომპანიის (Proper No. Twelve) მეწილედ - კომპანიის, რომელიც მას მილიარდერად აქცევს."
სპეციალისტების მტკიცებით, კონორ მაკგრეგორის კაპიტალი $1 მილიარდს 2023 წლისთვის გადააჭარბებს და ირლანდიელი მილიარდერ სპორტსმენთა კლუბში მაიკლ ჯორდანს, ტაიგერს ვუდსს, ფლოიდ მეივეზერს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შეუერთდება. შეგახსენებთ, UFC-ში 13-წლიანი ასპარეზობის შედეგად, კონორ მაკგრეგორმა $110 მილიონი გამოიმუშავა.

სხვა სტატიები