Belive

მესი Vs. რონალდუ - ვის ჰქონდა უკეთესი სტატისტიკა 2021/2022 წლების სეზონში?!

1 წლის წინ სხვა
2 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ორი მთავარი ვარსკვლავის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუსთვის 2021/2022 წლების სეზონი დასრულებულია. ლიონელ მესიმ "პსჟ"-სთან ერთად, 2021/2022 წლების სეზონი გამარჯვებითა და ტიტულით დაასრულა, კრიშტიანუ კი "მანჩესტერთან" ერთად პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "კრისტალ პალასთან" დამარცხდა და სეზონი მარცხით დაასრულა, თუმცა მან ტრავმის გამო მატჩი გამოტოვა.

მნიშვნელოვანი სეზონი მესისთვისა და რონალდუსთვის

ეს სეზონი ორივე ფეხბურთელისთვის გამორჩეული იყო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებმა კლუბები შეიცვალეს. მესიმ "ბარსელონაში" 17 წლიანი ერა დაასრულა და "პსჟ"-ში გადავიდა, კრიშტიანუ კი "მანჩესტერში" დაბრუნდა. ორივე ფეხბურთელისთვის საკმაოდ "მძიმე" სეზონი გამოდგა, მოდით დეტალურად განვიხილოთ ორივე ფეხბურთელის სტატისტიკა 2021/2022 წლების სეზონში.

გოლები

  • კრიშტიანუ რონალდუ - 24
  • ლიონელ მესი - 11

ასისტები

  • ლიონელ მესი - 14
  • კრიშტიანუ რონალდუ - 3

ტიტულები

  • ლიონელ მესი - 1 (ლიგა 1)
  • კრიშტიანუ რონალდუ - 0

მატჩის საშუალო რეიტინგი

  • ლიონელ მესი - 7.75
  • კრიშტიანუ რონალდუ - 7.32

მატჩის საუკეთესო მოთამაშის "ტიტული"

  • კრიშტიანუ რონალდუ - 7
  • ლიონელ მესი - 7

წუთი/გოლის შეფარდება

  • ლიონელ მესი - 261.0
  • კრიშტიანუ რონალდუ - 134.3

ჰეთ-თრიქები

  • კრიშტიანუ რონალდუ - 2
  • ლიონელ მესი - 0

საჯარიმოს გარედან გატანილი გოლები

  • კრიშტიანუ რონალდუ - 5
  • ლიონელ მესი - 4

საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლები

  • კრიშტიანუ რონალდუ - 1
  • ლიონელ მესი - 0
საბოლოოდ უპირატესობა დიდი ალბათობით პორტუგალიელი ვარსკვლავისკენ არის, მან ლიონელ მესის შემდეგ სტატისტიკებში აჯობა: მეტი გატანილი გოლი, ჰეთ-თრიქი, საჯარიმოს გარედან გატანილი გოლები, ჯარიმიდან გატანილი გოლები, წუთებზე გოლების კოეფიციენტი. კი, მესმის უფრო მეტი ტიტული მოიგო, ვიდრე კრიშტიანუმ, თუმცა მესიმ უძლიერეს "პსჟ"-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, კრიშტიანუ კი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში (პრემიერ ლიგაში), ვერაფერს გახდა. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს 2021/2022 წლების სეზონი, არგენტინელზე უკეთესი გამოუვიდა.

სხვა სტატიები