Belive

მხოლოდ მატჩის შეფასება - ქეცბაიას და ჟურნალისტების დუელი გრძელდება (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
1 წთ
"ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსელ ჟურნალისტებთან კვლავაც დუმილის უფლებას იყენებს. კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრაში, "ეთნიკოსთან" გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილი გოლით (1:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ,  ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსელი ჟურნალისტების შეკითხვებს კიდევ ერთხელ არ უპასუხა და მხოლოდ მატჩის შეფასებით შემოიფარგლა. "ჩვენ მივაღწიეთ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. წინ რთული კალენდარი გვაქვს და შემდეგი შეხვედრისთვის ვემზადებით", - თქვა 52 წლის სპეციალისტმა. ხოლო კითხვაზე, დაემართათ თუ არა მის ფეხბურთელებს მეტოქის შეუფასებლობა, მან უპასუხა: "არა, კარგი გუნდია". "ანორთოსისმა" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და 19 ქულით ლიდერ “აპოლონს” გაუთანაბრდა.

სხვა სტატიები