Belive

MMA-ს მებრძოლი 11 წლის წინანდელი მკვლელობისთვის დააკავეს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
MMA-ს ყოფილი მებრძოლი სედრიკ მარკსი, 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის გაასამართლეს. როგორც ირკვევა, 2009 წელს, მარკსმა თავისი ერთ-ერთი შვილის დედა, 34 წლის კელი სორენსენი მინესოტას ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან გაიტაცა, აწამა და მოკლა. სპორტსმენმა გარდაცვლილი ქალის სხეული დაასახიჩრა, რათა გვამის ამოცნობა გართულებული ყოფილიყო. მიზეზი ის გახლდათ, რომ გარდაცვლილი ქალი შვილზე მზრუნველობის უფლებისთვის სასამართლოში აცხადებდა. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. შერეული ხელოვნებით მებრძოლს ბრალად ასევე წინა წლის იანვარში ყოფილი შეყვარებულისა და მისი მეგობარი ბიჭის მკვლელობა ედება. მარკსმა 20-წლიანი კარიერა 2018 წელს დაასრულა, მთლიანობაში კი 31 ბრძოლა მოიგო და 28-ჯერ დამარცხდა.

სხვა სტატიები