Belive

MMA-ს ყველა დროის 20 საუკეთესო მებრძოლი

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ფანების მიერ შედგენილ რეიტინგში, ფიოდორ ემელიანენკოსა და ჟორჟ სენ-პიერის მედგარი კონკურენციის მიუხედავად - MMA-ს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად ანდერსონ სილვა დასახელდა. 45 წლის ბრაზილიელი ლეგენდა, ჯონ ჯონსთან ერთად თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მებრძოლად. მსოფლიოს მასშტაბით, ფანების მიერ შედგენილი რეიტინგის სათავეში ანდერსონ სილვაა. მეორე ადგილს ფიოდორ ემელიანენკო იკავებს, რომელიც ჯონ ჯონსმა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მებრძოლად დაასახელა - ხოლო მესამე ადგილს ჟორჟ სენ-პიერი იკავებს.
ფანების აზრით MMA-ს ყველა დროის 20 საუკეთესო მებრძოლი: 20. კაინ ველასკესი 19. კონორ მაკგრეგორი 18. როის გრეისი 17. სტიპე მიოჩიჩი 16. დან ჰენდერსონი 15. ბიჯეი პენი 14. ბას რუტენი 13. მირკო ფილიპოვიჩი 12. ჟოზე ალდო  11. დანიელ კორმიე 10. ლიოტო მაჩიდა 9. ჯონ ჯონსი 8. ხაბიბ ნურმაგომედოვი 7. მეთ ჰიუჯსი 6. რენდი კუტურე 5. დემეტრიუს ჯონსონი 4. ჩაკ ლიდელი 3. ჟორჟ სენ-პიერი 2. ფიოდორ ემელიანენკო 1. ანდერსონ სილვა  

სხვა სტატიები