Belive

მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

"ლივერპულის" თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ეგვიპტელი ფეხბურთელის მორიგი დიდებული სეზონი ინგლისის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასაოციაციამ დააფასა.

"ფარაონმა" ამ ბრძოლაში "მანჩესტერ სიტის" ლიდერი, კევინ დე ბრუინე და "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი დეკლან რაისი დაამარცხა და პრესტიჟული ჯილდო მეორედ მოიპოვა. მან ხმების 48 პროცენტი მიიღო, ბელგიელმა კი რაისს გადაასწრო და მეორე პოზიცია დაიკავა. 29 წლის ფეხბურთელი დიდებულ სეზონს ატარებს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 შეხვედრაში 44 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული (31 მატჩი, 22 გოლი, 13 საგოლე პასი), მის გუნდს კი ამ სეზონში ყველა შესაძლო ტურნირის მოგების შანსი აქვს.

სხვა სტატიები