Belive

მოკრივე - სენატორი | მენი პაკიაოს ფილიპინების პრეზიდენტობა სურს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
სახელოვანი მოკრივე და სენატორი - მენი პაკიაო ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. მენი პაკიაო ფილიპინების ერთ-ერთი გავლენიანი პარტიის (PDP-Laban) წევრი და სენატორია. აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელების შემოთავაზებას მოკრივე სიამოვნებით დათანხმდა და განაცხადა, რომ ფილიპინელ ხალხს ცვლილებები სურს.
"მებრძოლი ვარ და ყოველთვის ვიქნები - მნიშვნელობა არ აქვს რინგზე, თუ მის მიღმა. ჩემი ცხოვრების მანძილზე, ბრძოლისთვის თავი არასდროს ამირიდებია. გვჭირდება მთავრობა, რომელიც ხალხის კეთილდღეობისათვის თავდაუზოგავად იშრომებს", - აღნიშნა მენი პაკიაომ.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სიტყვით გამოსვლის დროს, მენი პაკიაო კორუფციაში მხილებულ სახელმწიფო მოხელეებს დაემუქრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

სხვა სტატიები