Belive

მორატა: "ყველა ადამიანს იესოც კი არ მოსწონდა!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ცნობილი ფაქტია, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივრებს ალვარო მორატა გულზე არ ეხატებათ/ თუმცა თავად ესპანელი ფორვარდი მიიჩნევს, რომ იგი დიეგო სიმეონეს გუნდს კარგად შეეწყო და აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური განცხადებაც გააკეთა.
"ყველას გულს ვერ მოიგებ. ყველა ადამიანს იესოც კი არ მოსწონდა. მინდა რომ "ატლეტიკოში" უფრო დიდხანს ვითამაშო და გულშემატკივარს თავი კარგად დავამახსოვრო," აღნიშნა ესპანურ AS-თან საუბრისას 26 წლის ფორვარდმა.
"ატლეტიკოს" გულშემატკივრების მოსაზრებით, მორატა მათი საყვარელი გუნდისთვის ზედმეტი ტვირთია და უკეთესი იქნებოდა, თუკი თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდა ბორხა გარსესს მიეცემოდა. ბორხა გარსესი “ატლეტიკოს” ერთ-ერთი იმედისმომცემი ფეხბურთელია და მას “ახალ ფერნანდო ტორესს” უწოდებენ. ბორხა გარსესის დებიუტი გუნდში სექტემბერში შედგა, სადებიუტო გოლი კი მან “ეიბარის” წინააღმდეგ ნათამაშები ფრის დროს (1:1) გაიტანა.  

სხვა სტატიები