Belive

მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეთორმეტეა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს კაცებმა მოკლე პროგრამა წარმოადგინეს. მორის ყვითელაშვილი მეოთხე ჯგუფში მეცხრამეტე ნომრად გამოვიდა. ჯამში მან 82.67 ქულა დააგროვა და მეთორმეტე პოზიცია დაიკავა. მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე მერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ნათან ჩენი 107.40 ქულით გავიდა. ჩენის თანამემამულე ჯეისონ ბრაუნი 96.81 ქულით მეორე იყო. მესამე შედეგი იაპონელმა იუჟურუ ჰანიუმ აჩვენა. მის ანგარიშზე 94.87 ქულაა. დღესვე წყვილებმა თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. მოკლე პროგრამის ლიდერმა რუსმა წყვილმა, ევგენია ტარასოვასა და ვლადიმერ მოროზოვის შემადგენლობით, 147.26 ქულით ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა. ოქროს მედალი ჩინელებს ვეიჯინგ სუსა და კონგ ჰანს ხვდათ წილად. მათ 155.60 ქულა დააგროვეს. მესამე საპრიზო პოზიციაზე კი 146.52 ქულით ფრანგები ვანესა ჯეიმსი და მორგან სიპრე გავიდნენ. ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოცეკვავე წყვილები რიტმულ ცეკვას, ქალები კი თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ. წყარო: 1tv