Belive

Mortal Kombat | გიგა ჭიკაძე ელიტარულ მებრძოლებთან დაპირისპირებას ითხოვს

2 წლის წინ სხვა
3 წთ
UFC Vegas 25-ის ივენთმა გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა. UFC-ის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხულმა ჯირი პროხაცკამ ორგზის ტიტულისათვის მებრძოლი დომინიკ რეიესი სენსაციურად - ნოკაუტით დაამარცხა. UFC-ის ამომავალი ვარსკვლავის ოქტაგონზე გასვლამდე, გიგა ჭიკაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა სახელოვანი კაბ სვენსონი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებლად ასპარეზობს (6:0). ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ივენთზე, გამარჯვება კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა - მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა. დვალიშვილისა და სტამანის 3-რაუნდიანი დაპირისპირება ქართველი მებრძოლის სრული დომინირებით წარიმართა და დვალიშვილმა ოქტაგონზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

გავლენიანი სპორტული პორტალი givemesport.com ჭიკაძის გამარჯვებას ვრცელ სტატიას უძღვნის. სპორტული პორტალი გიგა ჭიკაძეს კიკბოქსინგის ფენომენს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველ მებრძოლის მაქს ჰოლოვეისთან დაპირისპირება სურს. კაბ სვენსოთან დასრულებული ბრძოლის შემდეგ, ჟურნალისტებმა ჭიკაძეს ჰოლოვეისა და კატარის ბრძოლა გაახსენეს.
"მისი ბრძოლით ძალიან ვისიამოვნე. ყოველთვის, როდესაც ჰოლოვეი რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს საკუთარ თავს ვეუბნები: "ძალიან მინდა მასთან დაპირისპირება." ვფიქრობ, დღევანდელი პერფორმანსის შემდეგ, შესაძლოა ოცნება ამიხდეს და ჰოლოვეის ან რომელიმე მის ოპონენტს დავუპირისპირდე."
გიგა ჭიკაძემ შესანიშნავად იცის, რომ ყოველთვის სასურველის მიღწევა ძალზედ რთულია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჰოლოვეის სხვა გეგმები აქვს და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან დასაპირისპირებლად ემზადება. ქართველი მებრძოლის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ მას აქვს დივიზიონის ტოპ მებრძოლებთან დაპირისპირების მისწრაფება და სურვილი.
"გეტყვით იმას, რისით თქმაც ძალიან მინდა: "თუ ფანებს, დანა უაითსა და შონ შელბის რაღაც განსაკუთრებულის ხილვა სურთ - ვფიქრობ, ჭიკაძე Vs. როდრიგესი ნამდვილად გამორჩეული ბრძოლა იქნება. მჯერა, რომ ეს ბრძოლა უნდა შედგეს. ეს იქნება ნამდვილი "მორტალ კომბატი". იაირ როდრიგესს სიამოვნებით დავუპირისპირდები. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მან ბრძოლას თავი რამდენჯერმე აარიდა - შეუძლია მშვიდად იყოს, არც ისეთი სახიფათო ვარ", - აღნიშნა გიგა ჭიკაძემ.
 

სხვა სტატიები