Belive

მოჭიდავეების 2 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან და კიდევ 4 მედლის შანსი

5 წლის წინ სხვა
1 წთ
რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ნიკა კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 79 კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ რეპეშაჟში ჯერ გერმანელი, ხოლო შემდეგ ბელარუსი სპორტსმენები დამაჯერებლად დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 97 კგ-ში ელიზბარ ოდიკაძემ მოლდოველ ნიკოლაე ჩებანს 3:0 მოუგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუპოვა. გარდა ამისა, ჩვენს მოჭიდავეებს 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მოპოვების შესაძლებლობა აქვთ. 61 კგ-ში ფინალში ბექა ლომთაძე და მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გავიდნენ, ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს, ხოლო ავთო კენჭაძე დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლას.

სხვა სტატიები